გამოყენების პირობები
CarGe მომხმარებლებს ავტომობილების განცხადებების გამოქვეყნების საშუალებას აძლევს. ავტომობილის გარიგებას გამყიდველი და მყიდველი დამოუკიდებლად ახორციელებენ; საიტი ავტომობილის გამყიდველი არ არის.
რეგისტრაცია და განცხადებები
განცხადების დასამატებლად საჭიროა ანგარიში და მობილურის ნომრის დადასტურება. მომხმარებელი პასუხისმგებელია მონაცემების სიზუსტეზე, ფოტოების გამოყენების უფლებასა და მანქანის გაყიდვის უფლებამოსილებაზე. საჯაროდ გამოჩნდება განცხადებაში მითითებული ტელეფონი.
აკრძალულია თაღლითური, მცდარი, შეურაცხმყოფელი ან სხვისი უფლებების დამრღვევი განცხადებები. ადმინისტრატორს შეუძლია ასეთი განცხადების დამალვა ან წაშლა. მომხმარებელს საკუთარი განცხადების რედაქტირება და წაშლა პირადი კაბინეტიდან შეუძლია.
VIP მომსახურება
VIP და ფერით გამორჩევა ფასიანი მომსახურებებია. მიმდინარე დღიური ტარიფი ნაჩვენებია შეძენისას. დღეების არჩევისა და გადახდის დადასტურების შემდეგ თანხა ჩამოიჭრება ბალანსიდან და მომსახურება გააქტიურდება. მიმდინარე მომსახურების შეძენისას დღეები დაემატება არსებულ ვადას. ფერის შეცვლა მაშინვე იმოქმედებს. ბალანსის ონლაინ შევსება ჯერ არ არის ჩართული. შეკითხვებისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნისთვის დაგვიკავშირდით.
უსაფრთხო გარიგება
ავტომობილის მდგომარეობა, დოკუმენტები და გამყიდველის უფლებამოსილება გადაამოწმეთ გარიგებამდე. საიტზე გამოქვეყნება ავტომობილის შემოწმებას ან გარანტიას არ ნიშნავს.
შეკითხვებისთვის იხილეთ კონტაქტი.